საერთაშორისო ჩემპიონთა თასი 2019 - არსენალი-ბაიერნი 2:1 (ვიდეო)
12:02, 18 Jul, 2019
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ კარსონში საერთაშორისო ჩემპიონთა თასის რანგში ლონდონის „არსენალმა“ და მიუნხენის „ბაიერნმა“ ამხანაგური მატჩი ითამაშეს. შეხვედრა ლონდონელებმა 2:1 მოიგეს.



უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ნახევრის დასაწყისში გაიხსნა, როცა ავტოგოლი გაიფორმა მიუნხენელთა მცველმა ლუის პოზნანსკიმ. 71-ე წუთზე "ბაიერნის" საუკეთესო ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ სერჟ გნაბრის პასის შემდეგ გაათანაბრა. გამარჯვების გოლი მიუნხენელთა კარში 88-ე წუთზე ედვარდ ნკეტიამ გაიტანა.




გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:


არსენალი
: ლენო (46. მარტინესი), პაპასტატოპულოსი, ნაჩო მონრეალი (46. კოლაშინაცი), მუსტაფი (81. ჩემბერსი), მეიტლანდ-ნაილსი, უილოკი (64. ნელსონი), ჯაკა, მხითარიანი (64. ბერტონი), იოზილი (81. მედლი), ობამეიანგი (81. საკა), ლაკაზეტი (81. ნკეტია).


ბაიერნი
: ნოიერი (46. ულრაიხი), ბოატენგი (46. კიმიხი), ალაბა (46. ზიულე), კელი (46. პოზნანსკი), მიულერი (46. ლევანდოვსკი), ტოლისო (46. გნაბრი), ხავი მარტინესი (46. გორეტცკა), ტიაგო ალკანტარა (46. სინგჰი), ონტუჟანსი (46. პავარი), იოჰანსონი (46. შტილრი), არპი (46. კომანი).

„არსენალი“ კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე: 20 ივლისს, შარლოტში შეხვდება „ფიორენტინას“ და 23 ივლისს, ლენდოვერში მადრიდის „რეალს“. „ბაიერნი“ 20 ივლისს შეხვდება „რეალს“ ჰიუსტონში და 23 ივლისს, კანზას-სიტიში „მილანს“.