ლიორენტემ შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს
12:56, 18 Jul, 2019
ესპანელმა თავდამსხმელმა ფერნანდო ლიორენტემ, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. ფეხბურთელით ფლორენციული „ფიორენტინაა“ დაინტერესებული, იტყობინება თავის გვერდზე იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დე მარციო.

მხარეებმა უკვე გამართეს წინასწარი მოლაპარაკებები. 34 წლის ფორვარდს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 30 ივლისს ამოეწურა. შეგახსენებთ, რომ ლიორენტე იტალიაში 2013-2015 წლებში „იუვენტუსში“ ასპარეზობდა.