ავსტრალიაში სამართალდამცველებმა 60 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს
12:05, 14 Aug, 2019
ავსტრალიაში სამართალდამცველებმა 60 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს პოლიციამ 766 კილოგრამ მეტამფეტამინს მიაგნო. ნარკოტიკულ ნივთიერებასთან ერთად სამართალდამცველებმა 108 ავსტრალიური დოლარი ნაღდი ფული და დანაშაულებრივი დაჯგუფების ავტომობილი იპოვეს.

მასშტაბური ოპერაცია კუინზლენდსა და ახალ სამხრეთ უელსში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცველებმა ექვსი ეჭვმიტანილი დააკავეს. დაკავებულთა შორის, დიდი ბრიტანეთის ოთხი და ავსტრალიის ორი მოქალაქეა. როგორც ცნობილია, დანაშაულებრივ დაჯგუფებას დიდ ბრიტანეთთან ჰქონდა კავშირები.

„ბიბისის“ ცნობით, დანაშაულებრივი სინდიკატი მეტამფეტამინის ფხვნილის გაყიდვას აბების და კაფსულების სახით მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავდა.