სერენა უილიამსი ზურგის ტრავმის გამო, ცინცინატის ტურნირიდან მოეხსნა
11:55, 14 Aug, 2019
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა ვილიამსი, ცინცინატის ტურნირიდან მოეხსნა.

მიზეზი ზურგის ტრავმაა, რომლის გამოც მან ტორონტოში ფინალის დასრულება ვერ შეძლო.

„ძალიან გული მწყდება, რადგან ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია. ყველანაირად ვცდილობდი, მატჩისთვის მზად ვყოფილიყავი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ზურგი კიდევ მაწუხებს და მივხვდი, რომ კორტზე გასვლა არ შემეძლო. გულშემატკივრებს პირობას ვაძლევ, რომ მომავალ წელს დავბრუნდები და ისინი ძველ სერენას იხილავენ“, - განაცხადა 37 წლის ამერიკელმა.

ცინცინატი მეხუთე ტურნირია, რომელსაც ვილიამსი საკუთარი ნებით გამოეთიშა.