ბენ იედერი „მონაკოში“ გადავიდა
12:36, 14 Aug, 2019
ლიგა 1-ში მონაწილე „მონაკომ“ ოფიციალურად გამოაცხადა „სევილიადან“ ფორვარდ ვისამ ბენ-იედერის შეძენის შესახებ.

29 წლის ფრანგ ფორვარდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ფრანგული პრესის მონაცემებით, ტრანსფერის თანხამ 40 მილიონი ევრო შეადგინა.

ბენ იედერი „სევილიაში“ „ტულუზადან“ 2016 წელს, 9.5 მილიონ ევროდ გადავიდა. ესპანურ კლუბში ჩატარებულ 138 მატჩში მან 70 გოლი გაიტანა.


ფორვარდის ანგარიშზეა ასევე ოთხი მატჩი და ერთი გოლი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში.