დიდი საბრძოლო ღამე ანაჰაიმში 
12:41, 14 Aug, 2019

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დენიელ კორმიე და სტიპე მიოჩიჩი მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.


შეგახსნებთ, რომ სწორედ დენიელ კორმიემ წაართვა ტიტული სტიპეს და ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა. წარმოშობით ხორვატ მებრძოლს რევანშის აღების შანსი რამდენიმე დღეში მიეცემა. აღსანიშნავია, რომ კორმიე უკვე 40 წლის არის და იმ შემთხვევაში, თუ კვირას მიოჩიჩის დამარცხებას მეორედ შეძლებს, შესაძლოა, სპორტული კარიერა დაასრულოს.


ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვება სტიპემ მოიპოვა, შესაძლოა „დი სის“ კარიერის დასრულება გარკვეული პერიოდით გადაიწიოს.


კორმიერსა და მიოჩიჩის გარდა, აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატის ანაჰაიმის ღამეზე (UFC 241) კიდევ რამდენიმე საინტერესო ბრძოლა შედგება. 2 წლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს უბრუნდება ნეიტ დიაზი(20-11), რომელიც ენტონი პეტისს(22-8) შეხვდება. ასევე დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ პირველ ბრძოლას გამართავს იოელ რომერო(13-3), რომლის მეტოქე დაუმარცხებელი ენრიკე კოსტა (12-0) იქნება.