როჯერ ფედერერი ახალგაზრდა ჩოგბურთელებს აკრიტიკებს
14:21, 21 Aug, 2019
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კომენტარი გაუკეთა „დიდი სამეულის“ მრავალწლიან ბატონობას მამაკაცთა ჩოგბურთში. „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა აღნიშნა, რომ მისი, რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიო, უბრალოდ, ნიჭიერია ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებზე.

„ჯერ ერთი, ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიგერიებთ ახალ-ახალ მოთამაშეებს. გარდა ამისა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ისეთივე ნიჭიერები არიან, როგორც მე, რაფა და ნოვაკი. თუმცა, შეიძლება ვცდებოდე“, - მოჰყავს ფედერერის სიტყვები „ტენის ვორდლ“ (Tennis World).