ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „
რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „
რაინეარი“-ს კომერციულ დირექტორთან დევიდ
ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე ავიაკომპანია ფრენებს დაიწყებს სამი მიმართულებით, აქედან ერთი - თბილისის, ორი კი ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელდება. „
რაინეარი“
ავიარეისებს ეტაპობრივად დაამატებს.
„
რაინეარის“ სახელით გამოვთქვამ სიხარულსა და კმაყოფილებას იმის გამო, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გავმართეთ შეხვედრა. თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა საქართველოდან სამი მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება - თბილისიდან - მილანის, ხოლო ქუთაისიდან
ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა დაგვარწმუნა გერმანიასთან საქართველოს კავშირების მნიშვნელობაში და ძალიან მახარებს, რომ ამ სამ მიმართულებას სულ მალე კიდევ ერთს თბილისიდან - კიოლნის ავიარეისს დავამატებთ მომავალი ზაფხულიდან“, -განაცხადა დევიდ
ო’ბრაიენმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო საქართველოს მოქალაქეებმა კი, ყველაზე იაფად იმოგზაურონ ევროპაში.
„მინდა, ყველას მივულოცო, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ კომპანია „
რაინეარი“, ეს გიგანტი კომპანია შემოვა საქართველოში. „
რაინეარი არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კომპანია ევროპაში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ხედვისა, რომ სწორედ საქართველო უნდა გადავაქციოთ ჩვენი რეგიონისთვის ბიზნესის ცენტრად და „
რაინეარის“, ასეთი მასშტაბური ბრენდის შემოსვლა საქართველოში არის მართლაც ღირსშესანიშნავი. მსურს, მადლობა გადავუხადო „
რაინეარს“, მის ხელმძღვანელობას, ჩვენს გუნდს, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრსა და „
რაინეარი“-ს კომერციულ დირექტორს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.