სოხუმში ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერთა მიტინგი გაიმართა
12:29, 11 Sep, 2019
სოხუმში ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერთა მიტინგი გაიმართა. მათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში 8 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები გააპროტესტეს.

სოხუმში შეკრებილები აცხადებენ, რომ „რაულ ხაჯიმბა კანონდარღვევით გამოაცხადეს პრეზიდენტად და აუცილებელია კენჭისყრის ხელახლა ჩატარება“.

აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მათთან ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ალხას კვიცინია მივიდა და განაცხადა, რომ „არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის ბრძოლას უზენაეს სასამართლოში აპირებს“.

გავრცელებული ცნობით, აქციების გამო საოკუპაციო რეჟიმმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის დაცვა გააძლიერა.