ალბანეთში მიწისძვრის შედეგად 100 ადამიანი დაშავდა
15:56, 22 Sep, 2019
ალბანეთში მიწისძვრის შედეგად 100 ადამიანი დაშავდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,6 მაგნიტუდას შეადგენდა. სტიქიის ეპიცენტრი ალბანეთის ცენტრალურ ნაწილში, დედაქალაქ ტირანადან 35 კილომეტრში მდებარეობდა.

მოქალაქეთა უმეტესობა მაშინ დაშავდა, როდესაც ისინი სახლიდან გამოქცევას ცდილობდნენ.

მიწისძვრის გამო, ტირანაში ძველ შენობებს ბზარები გაუჩნდა და მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ათეულობით სახლი და შენობა. მომხდარის გამო ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ნოუ იორკში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა.