ინგლისმა ტონგა დაამარცხა და C ჯგუფში პირველ ადგილზეა | იაპონია 2019
16:15, 22 Sep, 2019
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც ინგლისის ნაკრებმა ტონგა დაამარცხა.

ტონგელებმა მატჩი რიხიანად დაიწყეს და 23-ე წუთისთვის ანგარიში 3:3 იყო, თუმცა ტაიმის დარჩენილ დროში ინგლისელებმა ორი ლელოს დადება მოახერხეს და შესვენებაზე ანგარიშით 18:3 გავიდნენ.

მეორე ტაიმში ინგლისელებმა კიდევ ორი ლელო დადეს და ბონუს ქულაც მოიპოვეს, რისი წყალობითაც ისინი C ჯგუფში პირველ ადგილზე არიან და საფრანგეთს ერთი, ხოლო არგენტინას სამი ქულით უსწრებენ.