ჰონგ კონგში აქციების დროს პოლიციელებს აგურები დაუშინეს
16:17, 22 Sep, 2019
ჰონგ კონგში აქციების დროს პოლიციელებს აგურები დაუშინეს. მომიტინგეებმა შეურაცხყვეს ჩინეთის დროშა და დააზიანეს ქალაქის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

აქცია ჰონგ კონგში ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გაიმართა. თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა მოგვიანებით, მომიტინგეებმა ჩინეთი დროშა ფეხით გათელეს და მდინარეში გადააგდეს. ამასთან,  ნიღბიანმა დემონსტრანტებმა სავაჭრო ცენტრის ვიტრინები ჩაამსხვრიეს და პოლიციას აგურები დაუშინეს.

შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეთა ნაწილი დააკავეს.

აქციები ჰონგ კონგში ივნისიდან იმართება. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან დემოკრატიული რეფორმების გამართვას ითხოვენ.