91 წლის ასაკში „ჰილტონის“ სასტუმროების ქსელის მფლობელი ბერონ ჰილტონი გარდაიცვალა
16:32, 22 Sep, 2019
91 წლის ასაკში „ჰილტონის“ სასტუმროების ქსელის მფლობელი ბერონ ჰილტონი გარდაიცვალა. ​მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას კონრად ჰილტონის სახელობის ფონდი ავრცელებს.

ბერონ ჰილტონის შვილის თქმით, მამამისის ცხოვრება „აღსავსე იყო დიდი თავგადასავლებითა და განსაკუთრებული მიღწევებით“.

ჰილტონის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა მისმა შვილიშვილმა, მოდელმა და მსახიობმა პერის ჰილტონმაც. „ის იყო ლეგენდარული, ბრწყინვალე, ლამაზი და კეთილი ადამიანი“, - დაწერა ჰილტონმა „ფეისბუქში“.

ბერონ ჰილტონი „ჰილტონის“ სასტუმროების ქსელს სათავეში მამის, კონრად ჰილტონის გარდაცვალების შემდეგ 1966 წელს ჩაუდგა. 2007 წელს შედგენილი ანდერძის მიხედვით, ბერონ ჰილტონის ქონების 97 პროცენტი კონრად ჰილტონის ფონდს გადაეცემა.