პარიზში კლიმატის დაცვის მოთხოვნით დაგეგმილი აქცია ჩაიშალა
16:40, 22 Sep, 2019
პარიზში კლიმატის დაცვის მოთხოვნით დაგეგმილი აქცია ჩაიშალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მიტინგზე ყვითელჟილეტიანები და რადიკალურად განწყობილი ჯგუფები გამოჩნდნენ. მარში შეტაკებით დასრულდა. დაკავებულია 400-ზე მეტი მოქალაქე.

ანარქისტმა მომიტინგეებმა ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ქუჩაში ცეცხლი გააჩინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

პარიზში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელიც აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების დაკავებას ითვალისწინებდა, 7 000 სამართალდამცველი მონაწილეობდა.

კლიმატის დაცვის მოთხოვნით დაგეგმილი მარში და საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმართული ორი აქცია საფრანგეთის დედაქალაქის მერიასთან შეთანხმებული იყო.