ბექა ლომთაძემ ფინალში რუსი მოჭიდავე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
16:54, 22 Sep, 2019
ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მოჭიდავე ბექა ლომთაძე (61 კგ.) ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალურ დაპირისპირებაში მან რუსი იდრისოვი დამაჯერებლად, ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

დღეს კიდევ ერთი ქართველი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.