ლიკა ჯიჯეიშვილმა მსოფლიო თასზე პირველი ადგილი დაიკავა | ფარიკაობა
19:55, 22 Sep, 2019
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ხმლით მოასპარეზე ქალთა შორის ლიკა ჯიჯეიშვილმა პირველი ადგილი დაიკავა.

ლიკამ შეჯიბრზე ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ჯგუფურ ეტაპზე ექვსი, პლეიოფში კი ხუთი:

T32 - აისელ აჰადოვა (აზერბაიჯანი) 15-9
T16 - ნატალია ბუგაევსკი (მოლდოვა) 15-6
T8 - მარია პერეს მორისი (არგენტინა) 15-9
1/2 - ირინა შჩულკა (თურქეთი) 15-9
ფინალი - ანა ბაშტა (აზერბაიჯანი) 15-12

ამ გამარჯვების შემდეგ, ლიკა ჯიჯეიშვილმა FIE-ს რეიტინგში 11 პოზიციით წინ გადაინაცვლა და 23.00 ქულით, 68-ე ადგილზეა. 23.25 ქულა აქვს და 67-ე ადგილზეა თეოდორა კახიანი.

წყარო - საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური