თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო
17:21, 09 Oct, 2019
თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

განცხადება რამდენიმე წუთის წინ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში უახლოეს დღეებში სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა. მისივე თქმით, მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.