უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ნოემბრისთვის - დოლარი - 2.9613, ევრო - 3.2687, ფუნტი - 3.7943
17:04, 08 Nov, 2019
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9613 ლარი ეღირება, ევრო – 3.2687 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7943 ლარი.

დღეს, 8 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 2.9586 ლარი ღირს, ევრო – 3.2808 ლარი, ფუნტი – 3.8071 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან, 9 ნოემბერს შევა ძალაში.