სავაჭრო ცენტრ „სითი მოლთან“, სადაც ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს, აქცია იმართება
18:48, 08 Nov, 2019
„მამათმავლობის დაკანონება და პროპაგანდა ერის გენოციდია“, - ამ ლოზუნგით იმართება აქცია თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „სითი მოლთან“, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა გაიმართოს. პრემიერა 20:00 საათზე დაიწყება.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ დაუშვებენ მამათმავლობის აგიტაციას ქვეყანაში და ამ ფორმით გმობენ მამათმავლობის პროპაგანდას.

სავაჭრო ცენტრთან იმყოფებიან ორგანიზაცია „ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენლები. აქციას შეუერთდნენ სასულიერო პირებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ პარაკლისს გადაიხდიან.