აშშ-ის სენატმა დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა
00:51, 22 Nov, 2019
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, 20 კი წინააღმდეგი იყო. უფრო ადრე ბიუჯეტის კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. ახლა დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

დროებითი ბიუჯეტი ფედერალური დეპარტამენტებისთვის დაფინანსების წესს განსაზღვრავს. მათ რიცხვში არ შედის თავდაცვის დეპარტამენტი და ის უწყებები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ თავდაცვაზე არიან პასუხისმგებელი.

2019 წლის ფინანსური წელი აშშ-ში პირველ ოქტომბერს დასრულდა. კანონმდებლებმა დროებითი მოკლევადიანი ბიუჯეტი ერთხელ უკვე დაამტკიცეს და მისი ვადა 21 ნოემბერს ამოიწურა.