გიორგი არაბიძემ ოპერაცია გაიკეთა - ექიმს გაუკვირდა, ასე როგორ თამაშობდიო
07:37, 22 Nov, 2019
„ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და იმედი მაქვს, რომ მოედანს თებერვალში დავუბრუნდები“ - ეს საქართველოს პირველ არხთან გიორგი არაბიძემ განაცხადა.

 


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი და თურქული „ადანასპორის“ ნახევარმცველი ოქტომბრის შემდეგ ვერ თამაშობდა, რადგან კოჭის და წვივის ტრავმა აწუხებდა.


„ბოლო შეხვედრა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში შვეიცარიასთან ჩავატარე. მანამდე 2 თვე ტკივილებით ვთამაშობდი, მაგრამ ამ მატჩის შემდეგ მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა - აღმოჩნდა, საოპერაციო ვიყავი. ჩემი მდგომარეობა იმდენად რთული ყოფილა, ექიმს გაუკვირდა, ასე როგორ თამაშობდიო. ახლა ყველაფერმა ჩაიარა და დიდი იმედი მაქვს, თებერვალში სრულად გამოჯანმრთელებული ვითამაშებ“ - ამბობს საქართველოს პირველ არხთან 21 წლის ფეხბურთელი.