17-წლამდელთა ნაკრების ვიცე-კაპიტანი - ელიტ რაუნდზე უკეთ თამაში შეგვიძლია
07:41, 22 Nov, 2019
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ლუკა გაგნიძე დარწმუნებულია, რომ ელიტ-რაუნდზე გუნდი უფრო შედეგიან ფეხბურთს აჩვენებს.

 


ელიტ-რაუნდშიც უკეთესი ფეხბურთის ჩვენება შეგვიძლია. გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც სარგებლობის მოტანა შეუძლიათ. შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ასაკში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს, პორტუგალიას მის მოედანზე შევხვდით, 0:0 დავასრულეთ. ამ შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ნებისმიერ გუნდთან სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია“ - ამბობს საქართველოს პირველ არხთან თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი.


საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიაში გამართულ შესარჩევ ეტაპზე გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გავიდა. გაგნიძემ საინტერესო ამბავი გაიხსენა.


„პორტუგალიასთან თამაში შემდეგ ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობასთან ამ ქვეყნის ნაკრების ტექნიკური დირექტორი მივიდა. თვა, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში გამორჩეულ ფეხბურთს აჩვენებს და რომ ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნია. შესარჩევ ეტაპამდე თბილისში ამხანაგურ მატჩში 2:0 დავამარცხეთ საბერძნეთი, რომელმაც რამდენიმე დღეში შესარჩევ ეტაპზე გერმანია 3:0 დაამარცხა და 9 ქულით პირველზე გავიდა. აქედანაც ჩანს, რომ ჩვენ ცუდი ნაკრები არ გვყავს და ბევრი შეგვიძლია“.