გიორგი ჩაკვეტაძე - ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ უნიჭო სპექტაკლი, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც აგრესიულად იქცეოდა
21:42, 02 Dec, 2019
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე პარტიის ცენტრალურ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და მას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმულ უნიჭო სპექტაკლს უწოდებს.

„ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ უნიჭო სპექტაკლი.შეიძლება ითქვას, რომ მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ჩვენ როდესაც აღვნიშნავდით ახალგაზრდულ კვირეულს,მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ ორბელიანის მოედანზე ვიკრიბებოდით და მანც წავიდნენ დესტრუქციაზე, როგორც მთელი მათი 9-წლიანი მმართველობის განმავლობაში. ამ ადამიანებმა სცადეს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინათ, მათ შორის ჩვენი ოფისის თანამშრომლებისთვის, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგნელებისთვის, თუმცა მათ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კოვზი ჩაუვარდათ ნაცარში“ ,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა სახის ძალადობას ემიჯნება.

„ჩვენ, ჩვენი პარტია და მე, რა თქმა უნდა, ყველა ძალადობას ვემიჯნები. მიუღებელია ის, რაც მოხდა, იმ დროს აქ ვიყავი, მაგრამ რაც ვნახე და ვიხილე პარტიის ოფისთან კადრებში. არავინ არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ამ ქვეყანაში ყველას გვჯერა,რომ „სირცხვილია“, „შეცვალე“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ეს ადამიანები უკვე პირდაპირ გადავიდნენ აგრესიაზე,ძალადობაზე თან ისეთ დღეს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ აღნიშვნა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის, რაც მართლა ისტორიული მიღწევაა. ყველა მსგავსი შემთხვევა, დარწმუნებული ვარ, რომ არ დარჩება დაუსჯელი, ყველა ის ადამიანი, ვინც იქცეოდა აგრესიულად, უნდა დაისაჯოს“ ,- აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.