დათო ევგენიძის იუბილესთან დაკავშირებით მუსიკოსის პერსონალური გამოფენა გაიხსნა [ფოტო/ვიდეო]
22:41, 02 Dec, 2019
გალერეა „გამრეკელი“ მუსიკოს დათო ევგენიძის იუბილესადმი მიძღვნილ პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.

გამოფენაზე, სახელწოდებით - „პრინტ მი“ კომპიუტერულ გრაფიკაში შესრულებული 19 მინიმალისტური ნამუშევარია წარმოდგენილი.

დამთვალიერებელს ექსპოზიციის ნახვა კიდევ სამი დღის განმავლობაში შეეძლება.