გიორგი გახარიამ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
10:49, 14 Dec, 2019
გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ საქარველოს პრემიერ-მინისტრმა, მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„ვულოცავთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა კვლავ განაგრძობს გაძლიერებას თქვენი მეთაურობის ფარგლებში.

იმედი მაქვს, ამ მიზნის მისაღწევად ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

12 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მასში გამარჯვება პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონის პარტიამ მოიპოვა.

Congratulations to UK Prime Minister @BorisJohnson on winning the elections. I'm confident #UK-#Georgia relations will continue to strengthen under your leadership. Look forward to working together towards that goal.


— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) December 13, 2019