ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე იქნება
11:19, 14 Dec, 2019
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე იქნება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობის განახლება საპარლამენტო უმრავლესობიდან საგარეო მიმართულების დეპუტატების წასვლამ გამოიწვია.

საპარლამენტო უმრავლესობამ დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში კახა კუჭავა და ირაკლი ბერაია წარადგინა, ხოლო სათადარიგო შემადგენლობაში - ნინო წილოსანი. საპარლამენტო დელეგაციების ახლიდან დაკომპლექტების მიზნით, დადგენილების პროექტი უკვე მომზადებულია, რომელიც 16 დეკემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი იყო, რომელმაც უმრავლესობა და პირველი ვიცე-სპიკერის პოსტი პროტესტის ნიშნად დატოვა, რაც კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას უკავშირდება.