ირანში საპროტესტო აქციის 30-მდე მონაწილე დააკავეს
15:28, 14 Jan, 2020
ირანში საპროტესტო აქციის 30-მდე მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის სასამართლო სისტემის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკავებულებს არალეგალურ შეკრებებში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ირანი ტოლერანტულია კანონიერი დემონსტრაციების მიმართ.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინის ავიახაზების „ბოინგი“ სამხედროებმა შემთხვევით ჩამოაგდეს. მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ.