სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთში, პროფესიულ კოლეჯში მეწარმე ქალებს ხვდება
16:53, 14 Jan, 2020
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთში, პროფესიულ კოლეჯში მეწარმე ქალებს ხვდება.

შეხვედრას გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაიაც ესწრება.

მანამდე პრეზიდენტი გურიის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა, შემდეგ კი სოფელ გორაბერეჟიულში, ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებულ ერისთავების სასახლეში, საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.