ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს
12:16, 27 Jan, 2020
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. ახლად აგებულ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობი მომლოცველებს ნინოობას მიულოცავს და იქადაგებს, რის შემდეგაც მეუფე იაკობი წმინდა ნინოს საფლავზე პარაკლისს ჩაატარებს.

წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: პირველ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს.