ირაკლი კობახიძის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას დღეს კენჭს უყრიან
12:57, 27 Jan, 2020
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი კობახიძის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას დღეს კენჭს უყრიან.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, კენჭისყრა სტრასბურგში, ევროსაბჭოს ზამთრის სესიაზე ორ საათში უნდა დაიწყოს.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, დღეს სიტყვით გამოვა. ხვალ კი საპარლამენტო ასამბლეის სესიას სიტყვით მიმართავს საქარველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.