მეუფე იაკობი - ტელესივრცეს რომ შეხედო, შეიძლება, იფიქრო, რომ აღარაფერი გვეშველება, არც ასეა საქმე
13:33, 27 Jan, 2020
ხანდახან, შევხედავთ ხოლმე მაინც ტელესივრცეს და შეიძლება, იფიქრო კაცმა, რომ აღარაფერი გვეშველება, არც ასეა საქმე, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა.

ნინოობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვის შემდეგ, მეუფე იაკობი პოლიტიკოსების განცხადებებს და ქვეყნის სასარგებლოდ დიალოგის ენის გამონახვის საკითხსაც შეეხო.

„უფალმა ინებოს და ყველაფერი ღირსეულად დაგვეძლიოს. მთავარია, არ შეგეშინდეთ, რადგან თქვენი ღმერთი სიყვარულის ღმერთია და ის ყოველთვის გვაძლიერებს.

ვფიქრობ, რომ ქართველები ვართ და გავაკეთებთ ისე, რომ მშვიდობაც იყოს ქვეყანაში, არჩევნებიც უნდა ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში. სიტყვის თავისუფლება ყველას შეუძლია, მთავარია მძიმე წონის პოლიტიკოსებმა არ გააკეთონ ისეთი განცხადებები. შინ და გარეთ სალაპარაკო ენა ყველასთან უნდა გვქონდეს. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი. როცა დავაშავებთ, უნდა შეგვეძლოს ბოდიშის მოხდა. ბოდიშის მიღებაც უნდა შეგვეძლოს და მორალური უფლება უნდა გვქონდეს, ერთმანეთთან ისე ვისაუბროთ, ანგარიშსწორებას არ გავდეს, თორემ არავისთვის სასარგებლო არ იქნება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.