გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ახალ ლიდერს 25 აპრილს აირჩევს.
კავშირის მოქმედი ლიდერის,
ანეგრეტ კრამპ-კარემბაუერის განცხადებით, 25 აპრილს სპეციალურ კონგრესზე ლიდერის არჩევა აშკარა სიგნალი იქნება, თუ ვინ იქნება პარტიიდან წარდგენილი
კანცლერობის კანდიდატად შემდგომი წლის ფედერალურ არჩევნებზე. პოტენციური კანდიდატები მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.
ანეგრეტ კრამპ-კარემბაუერი, რომელიც ქვეყნის თავდაცვის მინისტრიცაა, სახელმწიფო დონეზე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის რამდენიმე საარჩევნო მარცხის გამო, პარტიის შიგნით კრიტიკის ობიექტი გახდა.
ანგელა მერკელმა, რომელიც გერმანიის კანცლერის თანამდებობას თითქმის 15 წელია იკავებს, დაადასტურა, რომ თავის კანდიდატურას აღარ წამოაყენებს.
„
იუგოვის“ სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, პოპულარობით ყველაზე მეტად ფრიდრიხ
მერცი სარგებლობს, რომელიც მერკელის დიდი ხნის მეტოქეა.