წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, დატბორილია გზები, ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები [ფოტო]
21:49, 21 Jun, 2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა შიდა საუბნო და სასოფლო გზები, ვენახები, ნათესები, ნარგავები. ასევე დატ­ბო­რი­ლია სახ­ლე­ბის ეზოები, დაზიანებულია ღობეები, ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე ობი­ექ­ტე­ბი, დატბორილია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი და ტრო­ტუ­ა­რე­ბი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.