ევრო 2024 | ავსტრიის ნაკრებმა პოლონეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
22:00, 21 Jun, 2024
ევრო 2024-ის D ჯგუფის მეორე ტურის პირველი შეხვედრა ბერლინში გაიმართა, რომელშიც ავსტრიის ეროვნულმა გუნდმა პოლონეთი 3:1 დაამარცხა და ტურნირზე პირველი 3 ქულა მოიპოვა.



ფაქტები




9' წუთი. ავსტრიის ნაკრების პირველი გოლი შეხვედრაში ტრაუნერმა გაიტანა. მან ფილიპ მვენეს გადაცემა გამოიყენა.


30' წუთი. პოლონეთმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა. თავის გამოჩენა „მილანის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, კშიშტოფ პიონტეკმა მოახერხა.

66' წუთი. ავსტრია წინ კიდევ ერთხელ კრისტოფ ბაუმგარტნერმა გაიყვანა. ავსტრიელმა ნახევარმცველმა პრასის პასით ისარგებლა.

78' წუთი. ავსტრიელების უპირატესობა კიდევ უფრო მარკო არნაუტოვიჩმა გაზარდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა პენალტი ზუსტად შეასრულა.

შედეგად, D ჯგუფში 2 ტურის შემდეგ ავსტრიის ნაკრებმა 3 ქულა დააგროვა, რითიც ნიდერლანდებსა და საფრანგეთს გაუთანაბრდა. ეს გუნდები თავიანთ მატჩს მოგვიანებით ჩაატარებენ.