ევრო 2024 | ანტონინ ბარაკი - იმედია, საქართველოსთან მოვიგებთ და გულშემატკივრებს გავახარებთ #1TVSPORT
22:19, 21 Jun, 2024
22 ივნისს, ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, ჰამბურგში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. „ჯვაროსნების“ მსგავსად, პირველ ტურში ჩეხეთის ნაკრებიც დამარცხდა (პორტუგალიასთან 1:2).

მომავალ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ანტონინ ბარაკმა გააკეთა, რომელიც თვისი გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია.

„საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ კვარაცხელიას არ უნდა ვუფრთხილდეთ. სხვა მოთამაშეებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ისინი ძალიან კარგად თამაშობენ და შეტევაში სახიფათო მომენტების შექმნაც შეუძლიათ.

კარგია, რომ გუნდები ჰამბურგის სტადიონზე არ ვარჯიშობენ და მოედნის საფარი მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში იქნება.

საქართველოსთან მატჩს მოუთმენლად ველით. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩვენთვის დღესასწაულია და გვინდა, გავიმარჯვოთ. მჯერა, რომ ჩვენი მეტოქეც იმავე განწყობით გავა მოედანზე. ჩეხეთის ნაკრებში პორტუგალიამდეც კარგი ატმოსფერო იყო და ახლაც ასეა - ყველამ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავიღოთ წარმატებისთვის.

უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის სრულიად უცნობ მეტოქეს ვეთამაშებით, შესაბამისად ვემზადებით და ჩვენს თამაშში ოდნავ განსხვავებული ელემენტების შეტანას ვაპირებთ. იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ და გულშემატკივრებს გავახარებთ.

მჯერა, რომ საბოლოოდ ყველანი კმაყოფილი ვიქნებით. დიდი მადლობა გულშემატკივარს, ვინც პორტუგალიასთან მატჩში საოცარი ფონი შექმნა. გვინდა, მათ მეტი სიხარული ვაჩუქოთ“.