გია ვოლსკი - გამჭვირვალობა აუცილებელია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ
14:45, 10 Jul, 2024
გამჭვირვალობა აუცილებელია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ, მათ შორის, გადადგომისა და გადატრიალების მოთხოვნით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სახელმწიფომ გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს თანხები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ, თუმცა მათ საქმიანობას არ ზღუდავს.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არჩევნების დროს ვის მისცეს ხმა - ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში გადატრიალებასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ თუ იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მყარ ტენდენციას აჩვენებს. გამჭვირვალობის თემასთან დაკავშირებით ასეთი განცხადებების გაკეთება, სულ მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს: ამ ნაბიჯების უკან მართლაც ხომ არ არის რაღაც იდეა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მთავრობა ლომჯარიასმაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს? წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არსებობს პასუხი კითხვაზე, მათთვის რატომ არის კარგი აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვენებში გაცილებით მკაცრი კანონი, ხოლო საქართველოსთვის - ცუდი და რა არის მათ შორის განსხვავება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.