ირაკლი ქადაგიშვილი - ქართველ ხალხს პირდაპირ ეუბნებიან, თუ შენ გააკეთებ ისეთ არჩევანს, რაც მე მაწყობს, მაშინ შენს სახელმწიფოზე ასეთ გავლენას მოვახდენო, ეს არის საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა
14:29, 10 Jul, 2024
ქართველ ხალხს პირდაპირ ეუბნებიან, თუ შენ გააკეთებ ისეთ არჩევანს, რაც მე მაწყობს, მაშინ შენს სახელმწიფოზე ასეთ გავლენას მოვახდენო. ეს არის საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ამ შანტაჟში არავის არ უნდა შეჰყვეს და აჰყვეს, საკუთარი გასაკეთებელი საქმე აკეთოს.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს რიტორიკა გაიზრდება. ამ რიტორიკის მიზანია ქართველი ხალხის დაშანტაჟება. ქართველ ხალხს პირდაპირ ეუბნებიან, თუ შენ გააკეთებ ისეთ არჩევანს, რაც მე მაწყობს, მაშინ შენს სახელმწიფოზე ასეთ გავლენას მოვახდენო. ამ შანტაჟში არ უნდა შევყვეთ და გავყვეთ, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი საქმე უნდა გავაკეთოთ. არჩევნების შემდეგ კი ყველა იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რაზეც საქართველო არის და ჩვენთან ურთიერთობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ. მათი მხრიდან ეს არის საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: „როდესაც საქმე ეხება ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, დემოკრატიულ უკანდახევას შედეგები მოჰყვება“.