ვოლოდიმირ ზელენსკი - ბავშვები როდესაც იღუპებიან, იმ დროს პუტინის მოკვლა გინდა
14:48, 10 Jul, 2024
ბავშვები როდესაც იღუპებიან, იმ დროს პუტინის მოკვლა გინდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეიგანის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყოველთვის ყველასთვის ძალიან მგრძნობიარეა. მე ვარ მამა, მე ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ადამიანი. ძალიან რთულია, ძალიან რთულია ადამიანების დაკარგვა, ძალიან რთულია ბავშვების დაკარგვა. ხედავთ ამ ადამიანებს, ხედავთ მშობლებს, და როდესაც მათი შვილები იღუპებიან, თქვენ გინდათ, მოკლათ პუტინი იმ მომენტში. ყველას ძალიან გვინდა. ვფიქრობ, რომ იმ წუთში, შესაძლოა, ის რაღაცას სვამდეს და ამაზე არ ფიქრობდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.