ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე სეგმენტად არის დაშლილი, თუმცა შინაარსობრივად ერთი არიან, სიახლე არც მათ ხედვაშია
14:54, 10 Jul, 2024
„ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე სეგმენტად არის დაშლილი, შინაარსობრივად კი ერთი არიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, სიახლე არც მათ ხედვაშია.

„პიროვნული უთანხმოების გამო იყვნენ დაშლილი, თუმცა დღეს ეს ძველი „ნაციონალური ჭაობი“ ცდილობს, ახლებურად შეიფუთოს. ეს შეფუთვა ახლებურად არ გამოიყურება და, ამომრჩევლის თვალსაზრისით, ერთი ბაზა აქვთ, შინაარსითაც ერთი არიან. სიახლე არც მათ ხედვაშია. საქართველოს მიმართ უტიფარი შეტევა სწორედ იმიტომ ხდება, რომ ეს ჭაობი გამოაცოცხლონ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.