გურამ მაჭარაშვილი - საერთაშორისო შეფასებებში წერია, რომ საქართველო ყველგან მოწინავე ადგილზეა, ქართველ ხალხს ვერავინ მოატყუებს, ფაქტების საწინააღმდეგოდ ვინც იმუშავებს, ის დამარცხდება
15:02, 10 Jul, 2024
საერთაშორისო შეფასებებში წერია, რომ საქართველო ყველგან მოწინავე ადგილზეა, ქართველ ხალხს ვერავინ მოატყუებს, ფაქტების საწინააღმდეგოდ ვინც იმუშავებს, ის იქნება დამარცხებული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ევროკავშირშიც და ჩვენც ნათლად ვაცხადებთ, როდესაც საქმე საქართველოსთან ურთიერთობას ეხება, დემოკრატიულ უკანდახევას შედეგები მოჰყვება“.

„საერთაშორისო შეფასებებში წერია, რომ საქართველო ყველგან მოწინავე ადგილზეა. ტყუილები აღარ ჭრის, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტები წარმატებულად გვაცხადებენ, ხოლო უცხოური აქტორები ამბობენ, ეს ყველაფერი წარუმატებელიაო. ქართველ ხალხს ვერავინ მოატყუებს, რადგან ფაქტები არსებობს და ვინც მის საწინააღმდეგოდ იმუშავებს, ის დამარცხდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.