პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა ფეხბურთის ტურნირზე ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა და პლეი ოფის მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილი გახდა.
მეოთხედფინალური ეტაპის საგზურები საფრანგეთმა, კანადამ, აშშ-მა, გერმანიამ, ესპანეთმა, იაპონიამ, კოლუმბიამ და ბრაზილიამ მოიპოვეს.
გუნდები მეოთხედფინალში ასე დაწყვილდნენ:
საფრანგეთი - ბრაზილია
ესპანეთი - კოლუმბია
აშშ - იაპონია
კანადა - გერმანია
პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა ფეხბურთის პლეი ოფის პირველი ეტაპის შეხვედრები 3 აგვისტოს ჩატარდება.