ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში გორის „დილას“ უმასპინძლა და დაძაბულ თამაშში ქულა მატჩის ბოლოს გატანილი გოლებით მოიპოვა - 2:2.
ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში გამართულ 27-ე ტურის შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმი კი გორელები ძალიან კარგად დაიწყეს - ტაირელ ვაუტერის (49) და შოთა შეყილაძის (67) გოლებით მოგებისთვის საჭირო უპირატესობა მოიპოვეს.
თუმცა, „კოლხეთმა“ რთულ მდგომარეობაში თამაშის გადარჩენა შეძლო. 78-ე წუთზე სხვაობა კირილ კლიმოვმა შეამცირა, რომელმაც მეკარისგან მიიღო ბურთი, მცველს დაასწრო და ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქისრა - 2:2.
ფოთის „კოლხეთმა“ ელიგის მესამე წრე 27 ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა, ხოლო გორის „დილამ“ (52) ქუთაისის „ტორპედოსთან“ (57) ჩამორჩენის მხოლოდ მინიმალურად შემცირება მოახერხა და ჩემპიონატის დასკვნით ნაწილს მე-2 პოზიციაზე დაიწყებს.