კირილ დმიტრიევი - ბერინგის სრუტის გვირაბი, რომელიც რუსეთსა და ალასკას დააკავშირებს, აშენდება და პროექტის გაგრძელების შესახებ შეთანხმებას 5 ივნისს მოეწერება ხელი
გუშინ, 20:48
ბერინგის სრუტის გვირაბი, რომელიც რუსეთსა და ალასკას დააკავშირებს, აშენდება და პროექტის გაგრძელების შესახებ შეთანხმებას 5 ივნისს მოაწერენ ხელს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა
განაცხადა.
„გვირაბთან დაკავშირებით ხვალ გვექნება სიახლე: ჩვენ ვაწერთ ხელს შეთანხმებას გვირაბის პროექტირების გაგრძელების შესახებ. გვირაბი იქნება... ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი ჩვენს ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა კირილ დმიტრიევმა.
ოქტომბერში კირილ დმიტრიევმა წარადგინა გვირაბის პროექტი, რომელიც რუსეთსა და ალასკას
ბერინგის სრუტის გავლით დააკავშირებდა. მისი თქმით, ტრადიციული მეთოდებით აშენების შემთხვევაში პროექტი 65 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება, ხოლო
ილონ მასკის The Boring
Company-ს ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში - რვა მილიარდ დოლარზე ნაკლები. მშენებლობას, შესაძლოა, რვა წელზე ნაკლები დრო დასჭირდეს.