ბათუმში დასრულდა ორდღიანი ტურნირი ფეხბურთში როგორც ვაჟთა ასევე ქალთა შორის.
ვაჟთა ფინალში მაღალი დონის ფეხბურთი უჩვენა აჭარამ, რომელმაც 6:0 დაამარცხა აფხაზეთი. მესამე ადგილზე მცხეთა-მთიანეთი გავიდა.
ჩემპიონები ვაჟთა შორის:
ნიკოლოზ კაიკაციშვილი, გეგა ბერიძე, სანდრო დიასამიძე, ნიკოლოზ როგავა, ირაკლი კვაჭაძე, სანდრო გოგაძე, ცოტნე ვაშაყმაძე, ნიკოლოზ ჯიჯავაძე.
მთავარი მწვრთნელი: ლევან ნადარაია, ასისტენტი: გიორგი კახიანი.
გოგონების ფინალში იმერეთმა კახეთს 3:0 სძლია და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი გახდა. ბრინჯაო აჭარას დარჩა.
ჩემპიონები ქალთა შორის:
ბარბარე მანაგაძე, თამარ მარუაშვილი, ნინი ჯანელიძე, ანასტასია ხანთაძე, ანასტასია ჩიხლაძე, მარიამ ბზიკაძე, ელენე თვალჭრელიძე.
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ რევიშვილი.
ვაჟები
- აჭარა
- აფხაზეთი
- მცხეთა-მთიანეთი
გოგონები
- იმერეთი
- კახეთი
- აჭარა