მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს ჟოზე მოურინიო დაიკავებს. მისი განცხადებით, გუნდი არა მხოლოდ შეინარჩუნებს ლიდერებს, არამედ ახალი, უმაღლესი დონის ფეხბურთელებითაც გაძლიერდება.
პერესმა გულშემატკივრებს ნდობისკენ მოუწოდა და დაჰპირდა, რომ ყველა სათამაშო რგოლში დაიმატებს მოთამაშეებს, რათა უძლიერესი შემადგენლობა შეიკრას.
„მადრიდის „რეალის“ ქომაგებს შეუძლიათ, სრულად მენდონ. პირობას ვდებ, რომ უძლიერეს კოლექტივს შევკრავთ. შემადგენლობას ახალი ტრანსფერებით თითოეულ რგოლში გავაძლიერებთ, რადგან პლანეტის წამყვანი ვარსკვლავები მუდამ ჩვენს რიგებში უნდა ასპარეზობდნენ“, - თქვა პერესმა.
ფლორენტინო პერესი ამჟამად საპრეზიდენტო კამპანიას აწარმოებს. მადრიდის „რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნების 7 ივნისს შედგება. სავარაუდოდ, მოურინიოს კლუბი ოფიციალურად სწორედ ამის შემდეგ წარადგენს.