ჩოგბურთი | ქალთა შორის როლან გაროსის ფინალში მაია ხვალინსკა და მირა ანდრეევა ითამაშებენ #1TVSPORT
დღეს, 21:20
წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე ქალთა შორის ფინალური წყვილი ცნობილია - პოლონელი მაია ხვალინსკა რუს მირა ანდრეევას შეხვდება.

ხვალინსკამ ნახევარფინალში დიანა შნაიდერი (რუსეთი) ორ სეტში, 7:6 (7:4), 6:4 დაამარცხა. 24 წლის პოლონელმა ჩოგბურთელმა როლან გაროსზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა - ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევაა ქალთა ჩოგბურთის უახლეს ისტორიაში, ხვალინსკა ქალ ჩოგბურთელთა რეიტინგში 114-ე ადგილზეა.

რაც შეეხება მირა ანდრეევას, მან ნახევარფინალში უკრაინელ მარტა კოსტიუკს ორ სეტში, 6:1, 6:3 სძლია. 19 წლის ჩოგბურთელისთვისაც ეს პირველი ფინალი იქნება დიდი სლემის ტურნირზე.

როლან გაროსის გადამწყვეტი შეხვედრა ქალთა შორის პარიზში 6 ივნისს ჩატარდება.