ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი
ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენელი ფრიდრიხ
მერცი უნდა იყოს.
ბაბიშის თქმით, ომის გაგრძელება დადებით შედეგს არ მოიტანს და აშკარაა, რომ აგრესორი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.
ამასთან,
ბაბიშმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჟამად ახლო აღმოსავლეთის საკითხებსა და
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ ვითარებაზეა კონცენტრირებული.
„ჩემი აზრით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ
მერცმა გარკვეული ფორმით უნდა უხელმძღვანელოს დიპლომატიურ მისიას“, – განაცხადა
ბაბიშმა.
მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია
კალასმა აღნიშნა, რომ ევროპა ვერ იქნება ნეიტრალური შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო მოლაპარაკებებში, რადგან ის უკრაინის მხარეს დგას.