ვლადიმერ პუტინი - რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს, რაც შეიძლება, მალე ჩაატარონ რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით
გუშინ, 22:15
რუსეთს სომხეთთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს - რაც შეიძლება, მალე ჩაატარონ რეფერენდუმი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც პუტინმა საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რეფერენდუმის ჩატარების სურვილი თავადაც გამოთქვა.

„ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. ცოტა ხნის წინ თავად პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას. ჩვენ მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს: ეს რაც შეიძლება მალე გაკეთდეს“, - განაცხადა პუტინმა.