თამარ ჩერგოლეიშვილი - მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია, რომელიც საკუთარი დელუზიური ახირებების ტყვეობაში ანადგურებს ყველას, ვინც მასთან საქმეს იჭერს
გუშინ, 22:19
მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია, რომელიც საკუთარი დელუზიური ახირებების ტყვეობაში ანადგურებს ყველას, ვინც მასთან საქმეს იჭერს, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, მიხეილ სააკაშვილისგან „ერთი გარეცხვაა დარჩენილი“.

„გვარამიას პოსტის სულისკვეთებას ვეთანხმები. უბრალოდ მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია (მიუხედავად იმისა, გვარამიას რად ეჩვენება), რომელმაც პოლიტიკური ინსტინქტი მთლიანად დაკარგა და საკუთარი დელუზიური ახირებების ტყვეობაში არა მხოლოდ თავს, არამედ ყველას ანადგურებს, ვინც მასთან საქმეს იჭერს.

მისი დრო, დიდი ხანია, წავიდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ - ძალმომრეობით, შანტაჟით და ბიძინას დახმარებით ტივტივებს და ბიძინასთან ერთად ისიც გაქრება - ერთი გარეცხვაა მისგან დარჩენილი.

ამომრჩეველი გააქრობს, თორემ მე მხოლოდ სამართლიანი წესებით ვაპირებ მასთან მოპყრობას“, - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.