3X3 კალათბურთი | ვაჟთა შორის ჩემპიონი ქვემო ქართლია, ქალებში - თბილისი #1TVSPORT
გუშინ, 23:15
ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა შეჯიბრება 3X3 კალათბურთში, რომელიც საინტერესოდ წარიმართა და დრამატული ფინალებით დასრულდა.

ვაჟთა შორის მესამე ადგილი კახეთმა დაიკავა, პირველ-მეორე ადგილებისთვის კი შიდა ქართლი და ქვემო ქართლი იბრძოდნენ. დაძაბულ შეხვედრაში 12:8 გაიმარჯვა ქვემო ქართლმა და რეგიონს მორიგი ოქროს მედალი მოუტანა.

ჩემპიონთა შემადგენლობა: გაბრიელ გასვიანი, გიორგი ჩარქსელიანი, ანდრია დრიაევი, პავლე წიკლაური.

გოგონათა შორის მესამე ადგილი აჭარამ დაიკავა, მეორეზე აფხაზეთი გავიდა, რომელიც 6:8 დამარცხდა თბილისთან.

ჩემპიონი თბილისის შემადგენლობა: ლიზი ხუბუა, ელენე ბოხუა, ლიზი ჯაბუა, ნინი ივანიძე.